პროექტის სახელწოდება: Endangered Species
პროექტის მთავარი იდეა (თემა): გადავარჩინოთ გადაშენების საფრთხეში მყოფი ცხოველები და ფრინველები
პროექტის აქტუალურობა: დღევანდელ სამყაროში, უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანები ნადირობენ ცხოველებზე და ფრინველებზე, აფართოებენ თავიანთ საცხოვრებელ ტერიტორიებს, ჭრიან ხეებს და აშრობენ ჭაობებს და მდინარეებს ისე, რომ არ ფიქრობენ იმ არსებებზე, რომლებიც ნადგურდებიან მათი ამ საქციელის გამო და თანდათან ქრებიან დედამიწიდან,ჩვენი ულამაზესი სამყაროდან და ჩვენს მომავალ თაობებს აღარ ექნებათ მათი სილამაზით ტკბობის სიამოვნება.
პროექტის მიზნები: შევძლოთ ყველას დავანახოთ რა სილამაზეს ვანადგურებთ საკუთარი მიზნების მისაღწევად, როგორი აუცილებელია მათი გადარჩენა.
მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: თებერვალი – მარტი
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდები, კედლის გაზეთები, საინფორმაციო საუბრები, პლაკატები. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოზარდები შეეცდებიან თავიანთი მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოპილებლად გამოიყენონ სხვა ალტერნატივა, ისე რომ არ დააზარალონ ველური ბუნება, და დაარწმუნონ უფროსი თაობაც , რომ დაიცვან გარემო შეძლებისმაგვარად.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი ( Microsoft Programs: Word, PowerPoint, Internet), პროექტორი, ფოტოაპარატი,ბიბლიოთეკა, ვიდეო კამერა, ფორმატის ფურცლები, ფლომასტერები, ფანქრები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით იძიებენ გადაშენების საფრთხეში მყოფ სახეობების სურატებს და ინორმეციას, ამოირჩევენ სასურველ ცხოველს და ფრინველს, შემდეგ მოიძიებენ ამ ცხოველზე და ფრინველზე შესაბამის ინფორმაციას მათი საცხოვრებელი ადგილის, კვების, გადაშენების მიზეზების შესახებ, გააკეთებენ მოკლე ჩანაწერებს და სურათთან ერთად გაამზადებენ საპრეზენტაციო მასალას, რომელსაც გააცნობენ კლასს და შემდეგ გააკეთებენ კედლის გაზეთებს ჯგუფებში, გააკეთებენ სლაიდ–შოუს, რომელსაც კედლის გაზეთებთან ერთად გააცნობენ თავისი სკოლის მოსწავლეებს და დადებენ სკოლის ვებ–საიტზე.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია / ინგლისური ენა / ისტ
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ქეთევან კობახიძე, თბილისის კერძო სკოლა ‘ მარჯი’, თბილისი 207–ე საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: katemasw2@gmail.com
პროექტის ვებ– გვერდი / ბლოგი: ketevankobakhidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment